პიკის საათი - გოგი წერეთლის მონოტიპიების გამოფენა
პიკის საათი - გოგი წერეთლის მონოტიპიების გამოფენა

გოგი წერეთლის მონოტიპიების  სერია, რომელსაც საგამოფენოდ  „სამოქალაქო ომის თარიღები“ დაერქვა, XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისში სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა. მხატვარი ორი კვირის განმავლობაში სახელოსნოდან არ გამოსულა და, როგორც მისი შვილი ამბობს, სწორედ ამ პერიოდში რაოდენობრივად საგრძნობლად ბევრი ნამუშევარი შეიქმნა.

მონოტიპია ეს არის გამოსახულების ერთჯერადი ანაბეჭდის მიღება ლითონის ფირფიტიდან, რომელზეც მხატვრის მიერ ზეთის საღებავებით არის შესრულებული ნახატი. საყურადღებოა, რომ გოგი წერეთელი გამორჩეული შემოქმედი იყო სახელოვნებო ხერხებისა და ტექნიკის ძიების თვალსაზრისით.

30 წელია გოგი წერეთლის 150-მდე მონოტიპიური ნაწარმოები რეზონანსს ახდენს ქართულ და არა მარტო ქართულ სახელოვნებო სივრცეში.

სტუმარი: ვატო წერეთელი – მხატვარი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: