- გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია 2019 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.
პრემიის მისაღებად შემოსული განაცხადებიდან მოკლე სია შედგა:
– ალბერ კამიუს „პირველი ადამიანი“, მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი, გამომცემლობა აგორა;
– მატიას ენარის „კომპასი“, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, გამომცემლობა დიოგენე;
– ერიკ ვუიარის „დღის წესრიგი“, მთარგმნელი თამარ ლომიძე, გამომცემლობა დიოგენე.
ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და საქართველოს მწერალთა სახლი.
სტუმარი: მარინა ბალავაძე – გამომცემლობა „აგორას” ხელმძღვანელი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: