პიკის საათი - „გალაკტიონი უცენზუროდ“ - ღიმილი სისხლიანი და უნდობარი წლების ჩანაწერებიდან
პოეტი, რომელსაც არ შეეძლო მტრობაზე მტრობით ეპასუხა, საზოგადოებას ირონიული და სახუმარო ტექსტებით პასუხობდა.
ნათია სიხარულძემ ამგვარი ტექსტების კვლევა და შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აკაკი გაწერელიას ესსეიში „ლერწამი და გობელენი“ ამოიკითხა: „გალაკტიონი იცინოდა იმ ადამიანის სიცილით, რომელსაც დიდი ხანია მდიდარი სულიერი რთველი დასდგომიაო“.
ასე შეიკრიბა გალაკტიონის პირად ჩანაწერებში შემონახული სახუმარო ტექსტები, დიალოგები, ანეკდოტები და გამოიცა წიგნად სახელწოდებით „გალაკტიონი უცენზუროდ“.
სტუმარი: ნათია სიხარულიძე – ფილოლოგიის დოქტორი; გალაკტიონოლოგი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: