პიკის საათი – „გალაკტიონი უცენზუროდ“ – ღიმილი სისხლიანი და უნდობარი წლების ჩანაწერებიდან

11:53, 17.06.2022
-0:00

პოეტი, რომელსაც არ შეეძლო მტრობაზე მტრობით ეპასუხა, საზოგადოებას ირონიული და სახუმარო ტექსტებით პასუხობდა.

ნათია სიხარულძემ ამგვარი ტექსტების კვლევა და შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აკაკი გაწერელიას ესსეიში „ლერწამი და გობელენი“ ამოიკითხა: „გალაკტიონი იცინოდა იმ ადამიანის სიცილით, რომელსაც დიდი ხანია მდიდარი სულიერი რთველი დასდგომიაო“.

ასე შეიკრიბა გალაკტიონის პირად ჩანაწერებში შემონახული სახუმარო ტექსტები, დიალოგები, ანეკდოტები და გამოიცა წიგნად სახელწოდებით „გალაკტიონი უცენზუროდ“.

სტუმარი: ნათია სიხარულიძე – ფილოლოგიის დოქტორი; გალაკტიონოლოგი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი