2 დეკემბერს, 18:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სტუდია „პიონერფილმის“ მიერ გადაღებული ფილმის „ფარცხნალი – კორიფეთა სამკვიდრო“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ფარცხნალი ერთი პატარა იმერული სოფელია, რომელმაც ჭეშმარიტი კორიფეები აღუზარდა საქართველოს: სოფელი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმში გამოყენებულია კადრები: სატელევიზიო გადაცემიდან „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ არჩილ ხარაძის პირადი კინოარქივიდან, სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია,“ რუსუდან სებისკვერაძის სიმღერა „იმერეთი“ ნუკრი კაპანაძის შესრულებით, ფრაგმენტი კ/ფ-დან „აურზაური სალხინეთში“
სტუმრები: გრიგოლ ჩიგოგიძე – „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი,
მაშო გიგილაშვილი – ფილმის რეჟისორი.
სატელეფონო ჩართვა: იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, სცენარისტი და რეჟისორი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: