პიკის საათი - „ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო“
პიკის საათი - „ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო“

2 დეკემბერს, 18:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სტუდია „პიონერფილმის“ მიერ გადაღებული ფილმის ფარცხნალიკორიფეთა სამკვიდრო“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ფარცხნალი ერთი პატარა იმერული სოფელია, რომელმაც ჭეშმარიტი კორიფეები აღუზარდა საქართველოს: სოფელი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმში გამოყენებულია კადრები: სატელევიზიო გადაცემიდან „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ არჩილ ხარაძის პირადი კინოარქივიდან, სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია,“ რუსუდან სებისკვერაძის სიმღერა „იმერეთი“ ნუკრი კაპანაძის შესრულებით, ფრაგმენტი კ/ფ-დან „აურზაური სალხინეთში“

სტუმრები: გრიგოლ ჩიგოგიძე„პიონერფილმის“ ხელმძღვანელი,

მაშო გიგილაშვილი – ფილმის რეჟისორი.

სატელეფონო ჩართვა: იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, სცენარისტი და რეჟისორი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: