14 წლის წინ,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით, შეიქმნა ჟურნალი „მასწავლებელი“, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემოდა. ეს იყო პლატფორმა, რომელიც მალე იქცა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამად. ეს იყო ბიძგი საიმისოდ, რომ დღეს უკვე რამდენიმე საგანმანათლებლო რესურსი ამოქმედებულიყო.
ესენია: ჟურნალი „მასწავლებელი“, ინტერნეტგაზეთი „მასწავლებელი.ჯი“ (mastsavlebeli.ge), წიგნების სერია „მასწავლებლის ბიბლიოთეკა“, სამეცნიერო რეფერირებული ჟურნალი „განათლების მეცნიერება“ და ჟურნალი „სკოლის მართვა“.
სტუმარი: ნატო ინგოროყვა – ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარი რედაქტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: