ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ფერმერთა დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია და ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“პრეზენტაცია გაიმართა.
რესპონდენტები: დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი – ლილი ბერაია, გიდი ციალა თითმერია და ფერმერები.