#სახლისკენ - 26 იანვარს დაიბადა დავით დადიანი
#სახლისკენ - 26 იანვარს დაიბადა დავით დადიანი

სამეგრელოს უკანასკნელ მთავარს დავით დადიანს ევროპული აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული და სამთავროში წარმატებით გაატარა მნიშვნელოვანი სასამართლო თუ ადმინისტრაციული რეფორმები.

გარდა ამისა, დავითმა სამეგრელოში გზები და არხები გაიყვანა, ტყვეთა სყიდვა და ქურდობა ალაგმა, ხელი შეუწყო ახალგაზრდების განათლებას, განავითარა მიწის მეურნეობა, ვაჭრობა; ფრანგების დახმარებით მოაწყო აბრეშუმის საწარმო და არყის სახდელი ქარხნები.

როგორ შეხვდა ამ სიახლეებს სამეგრელოს მოსახლეობა და დავით დადიანის რა ნივთებია დაცული დღეს მის მუზეუმში?

სატელეფონო ჩართვა: დალი გულხადარაშვილი – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საბიბლიოთეკო ფონდის მცველი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: