პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  • პროფესია რეინჯერი

საქართველოს დაცული ტერიტორიების სილამაზესა და მრავალფეროვნებაზე არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს მიბრუნება.  დღეს კი ის ადამიანი მსურს გაგაცნოთ, რომელიც დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

რესპონდენტი: თენგიზ ზვიადაური – ხევსურეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი.

ავტორი: ზურა კეკელიძე.

  • ერეკლეს სასახლის ამბავი
  • საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლეს სასახლის ეზოში გაიმართება.ერეკლეს სასახლე ბატონისციხის კომპლექსის ნაწილია, რომელსაც უკანასკნელ წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კომპლექსის ცენტრში მდებარეობს კახთბატონის ერთ სართულიანი სასახლე, რომლის აღდგენისას რესტავრატორებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ შენობა მაქსიმალურად მიმსგავსებული ყოფილიყო ერეკლეს ეპოქის სტილს. მასში კახთა მეფის არაერთი პირადი ნივთია დაცული.

სატელეფონო ჩართვა: გურამ  ურჩუხიშვილი – ერეკლეს სასახლის დირექტორი

ზუგდიდელი ახალგაზრდები ქველმოქმედებისათვის

ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრი საახალწლოდ შეჭირვებული ბავშვების დასახმარებლად ემზადება.

სატელეფონო ჩართვა: სალომე გუგუჩია – ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.