პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში
  •   10 დეკემბერი ნობელის დღეა

1901 წლის 10 დეკემბრიდან მსოფლიო ნობელის პრემიის ისტორია იწყება. სიუჟეტში მოისმენთ, თუ რა კვალი დატოვეს ნობელებმა საქართველოში.

რესპონდენტი: თამარ ორაგველიძე – აჭარის მუზეუმის დირექტორი.

ავტორი: ელენე ტუშური.

  •   არტურ ლაისტი და ილია ჭავჭავაძე

„დღეს ჩვენ შორის ბრძანდება უცხო კაცი და სტუმარი, უცხო და სტუმარი მარტო იმითი, რომ სხვიდამ მოსულია, ხოლო სულითა და გულით ჩვენი მახლობელია, ჩვენი თავისიანია“ – ფრაგმენტი ილია ჭავჭავაძის სიტყვიდან.

გერმანელი ლიტერატორის არტურ ლაისტისა და ილია ჭავჭავაძის მეგობრობის რამდენიმე ამბავს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე გაგვიზიარებს.

  •   ნობელიანტი ჯონ სტაინბეკი საქართველოში

„საქართელო ჯადოსნური კუთხეა და იმ წამს, როდესაც თქვენ მას ტოვებთ, ყველაფერი სიზმარს ემსგავსება“ – წერდა სამოცი წლის წინ საქართველოში მოგზაურობით შთაგონებული ჯონ სტაინბეკი.

ავტორი: ზურაბ კეკელიძე.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.