პიკის საათი - დილა რეგიონში
პიკის საათი - დილა რეგიონში

      11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა

მთა საქართველოს საუნჯეა, ეს არის გეოგრაფიული საზღვარი, ეს ლანდშაფტია, წყალია, ტყეებია, პოლიტიკური საზღვარია – სტრატეგიაა და რაც მთავარია, ეს სიტყვაა, ეს ლექსის და გენიოსების საუნჯეა… ეს ვაჟა- ფშაველაა… დიდი ვაჟა – სამყაროს მოქალაქე. კიდევ ერთხელ მთაზე და მთაში ნათქვამ სიტყვაზე.

სტუმარი: ქეთევან  შენგელია – ლიტერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი.

     სენაკის თეატრის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სენაკის თეატრის, რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკის თეატრის შენობას მანამდე არ ჩატარებია. თეატრი მალე შეძლებს  საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს უმასპინძლოს. შეგახსენებთ, რომ თეატრის შენობა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულია თავისი არქიტექტორული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, 1953-59 წლებში დააპროექტა არქიტექტორმა ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძემ.

სატელეფონო ჩართვა: მამუკა ბარქაია – დირექტორი.

წამყვანი: ლანა ბლიაძე.

რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.