პიკის საათი - „დევნილი“ - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ჰოლივუდში
პიკის საათი - „დევნილი“ - ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ჰოლივუდში

ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დევნილი“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის სასტიპენდიო პრემიის მოსაპოვებლად 12 ფინალისტს შორის მოხვდა.

„დევნილი“ ირაკლი სოლომანაშვილის სადებიუტო ფილმია მხატვრული ფილმის რეჟისურაში. ფილმის სცენარი მისივე  სტუდენტის თამთა იობაიას სადიპლომო ნამუშევრის მიხედვით დაიწერა. „დევნილი,“ კინოცენტრის სუბსიდირებით, სტუდია „ნალის“ მიერაა გადაღებული წეროვანში.

„ომის დასასრული არ ნიშნავს მშვიდობას“ – ეს „დევნილის“ რეფრენია.

სტუმარი: ირაკლი სოლომანაშვილი – სცენარისტი; რეჟისორი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: