პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - შინდისიდან „შინდისამდე“
პიკის საათი - „ფრაგმენტები“ - შინდისიდან „შინდისამდე“

ახალი ქართული მხატვრული ფილმი „შინდისი“ ჩემთვის ამ სიტყვებით დაიწყო:

– კორიდორს მოგვცემენ და გავალთ…

– რა კორიდორს? ომი წავაგეთ?!

ჩანაწერში მოისმენთ ჩემი შინდისის ამბავს. ამბავს, რომელიც 2010 წლის 7 აგვისტოს, შინდისში, ქართველი მეომრების ნაკვალევზე ჩატარებული ქართული ლიტერატურის გაკვეთილით დაიწყო და 11 წლის შემდეგ, 2019 წლის 28 სექტემბერს, კინოდარბაზში გაგრძელდა.

მალე ფილმს ევროპა ნახავს, მერე – მთელი მსოფლიო…

P.S. ფოტოზე, მარცხნიდან მარჯვნივ:

ბადრი ხუციშვილი (ახმეტა) – ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპი. შინდისის მკვიდრი, რომელმაც ხუთი ქართველი მეომარი ბრძოლის ველიდან გაიყვანა და, სიცოცხლის რისკის ფასად, საკუთარ სახლში გადამალა.

მანანა კიკნაძე – 154-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელმაც 2010 წლის 7 აგვისტოს, სადამრიგებლო მე-12 კლასს, ქართულის ბოლო გაკვეთილი შინდისში, ბრძოლის ველზე ჩაუტარა.

ედმონდ მინაშვილი – ფილმის „შინდისი“ იდეის ავტორი; პროდიუსერი.

ეკა ტალახაძე – ჟურნალისტი.

და… მათე – ვისი მომავლისთვისაც იყო შინდისი!

ავტორი: ეკა ტალახაძე.

  

დატოვე კომენტარი