„დათია ბადალაშვილი მინიატურებიდან უაღრესად საინტერესო სამყაროს ქმნის, ჩვეულებრივი სოფლური ყოფიდან მკითხველამდე სევდით, იუმორით, მძაფრი ტკივილით გაჯერებული სინამდვილე მოაქვს; ამ წიგნში ყველაფერი ცოცხალი და დამაჯერებელია. აქ ქართული სიტყვის მადლი იგრძნობა, ხარისხიან ლიტერატურასთან ზიარების განცდა გეუფლება და მიჰყვები ახალ პლანეტაზე მოგზაურობის მომნუსხველ თავგადასავალს, რომელშიც ავტორი გითრევს, თავადაც განიცდის და შენც განგაცდევინებს, იღიმის და შენც გაღიმებს, სტკივა და ამ ტკივილით კათარსისში გაჰყავხარ…“ – ირაკლი სამსონაძე.
- 16 აპრილს, 16 საათზე, მწერალთა სახლში დათია ბადალაშვილის ახალი წიგნის – „ლეკვების სამოთხე“ წარდგენა გაიმართება.
სატელეფონო ჩართვა: დათია ბადალაშვილი – მწერალი; სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლისსამოქალაქო განათლების მასწავლებელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: