- „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ-კავკასიური სახლში“ კონფერენცია გაიმართება სახელწოდებით „დარიანული ლექსების ავტორის ვინაობა“. დავა „დარიანული დღიურების“ ავტორის შესახებ 1990-იანი წლების მიწურულს წარმოიშვა, როდესაც გამოჩნდა გიორგი ჯავახიშვილის პუბლიკაციები. მან გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, დარიანული დღიურების ავტორად არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილი მიიჩნია. ქართველ ლიტერატურათმცოდნეთა უმრავლესობამ არ გაიზიარა ეს აზრი. მის გაბათილებას კი მათი მხრიდან არაერთი გამოკვლევა თუ საჯარო გამოსვლა მიეძღვნა.
რესპონდენტები: მარიკა ტყეშელაშვილი – „კავკასიური სახლის პროექტ კულტურული კალენდრის“ კოორდინატორი; თამარ პაიჭაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი; ქეთევან ენუქიძე – ლექსმცოდნე; ლევან ბრეგაძე– ლიტერატურის კრიტიკოსი;
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: