პიკის საათი - აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ქალი საკუთარი თემისთვის
პიკის საათი - აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ქალი საკუთარი თემისთვის

სამირა ბაირამოვა პროფესიით სამართალმცოდნე და სოციოლოგია. იგი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროექტის – „კრიტიკული პოლიტიკური სკოლა ქვემოქართლში“ ადგილობრივი კოორდინატორია. მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობს მარნეულის სათემო რადიოში და მიჰყავს გადაცემა „დისკუსიის წერტილი,“ სადაც სტუმრებთან ერთად არაერთ საჭირბოროტო საკითხზე საუბრობს. ამავე დროს, აქტიურად არის ჩართული  ნაადრევი და იძულებითი ქორწინების აღკვეთის და ქვემოქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების და უფლებების დაცვის საქმეში.

სტუმარი: სამირა ბაირამოვა – სამოქალაქო აქტივისტი; უფლებადამცველი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: