პიკის საათი - ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება
თბილისის მერიის ინიციატივით და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი შემუშავდა, ამიერიდან ავტომობილის არასწორად პარკირებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება.
პროექტის თანახმად: ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას;
მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები;
უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი, სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით და ამავდროულად მიუვა სმს შეტყობინება. ამასთან, ავტომობილის – ველოსიპედის ბილიკზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება;
ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება; სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება;
ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება და შშმ პირებისთვის განკუთვნილ გაჩერების ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით!
სტუმარი: შალვა ოგბაიძე – საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: