2021 წლის 20-23 დეკემბერს, ეროვნული სასახლის ინიციატივით გაიმართება რიგით მეორე ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი „თაობა“ 2021.
ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების წარმოჩენა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტში, დამწყები მუსიკოსებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეობას მიიღებენ: დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და სხვები.
გარდა მუსიკალური პროგრამისა, ფართო საზოგადოებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება ლექციები და შეხვედრები აღნიშნული სფეროს პროფესიონალებთან.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: ირაკლი გოგიბერიძე, ნანუკა გოლიაძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, კ. ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ზუკა ლობჟანიძე, ნატალი შენგელია, საბა მიქელაძე, სოფო ხაზარაძე, ნინო ხოჭოლავა, სალომე მოდებაზე, თინათინ მამულაშვილი, სემი მედოქსი და მარიანა აჩბა.
ელენე გონაძე – ფესტივალის მენეჯერი, ლევან დვალი – ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების განყოფილების უფროსი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: