პიკის საათი - აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ საიუბილეო საღამო
9 ივნისი დიდი მეცნიერის, აკადემიკოსის, უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნად უნივერსიტეტის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრმა რისმაგ გორდეზიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნი მოამზადა სახელწოდებით – „ანტიკური სამყაროს ხიბლი“.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ 95 წლიან ისტორიას. გაზეთის რედაქცია დღეს უკვე პუბლიციტიკისა და ელეტრონული მედია ცენტრის შემადგენელი ნაწილია.
ღონისძიებაზე გაიმართება ჩვენება ფილმისა – „9 ძველი და 5 ახალი ამბავი 95 წლის გაზეთის ისტორიიდან“, რომელიც ცენტრის ეგიდით მომზადდა.
სტუმრები: ლევან გიგინეიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; პროფესორი,
ირინე მარიჯანაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,
ნინო კაკულია – გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: