პიკის საათი - აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ საიუბილეო საღამო
პიკის საათი - აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანისა და გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ საიუბილეო საღამო

9 ივნისი დიდი მეცნიერის, აკადემიკოსის, უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნად უნივერსიტეტის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის  ცენტრმა რისმაგ გორდეზიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნი მოამზადა  სახელწოდებით – „ანტიკური სამყაროს ხიბლი“.

ღონისძიების  მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ 95 წლიან ისტორიას. გაზეთის რედაქცია დღეს უკვე პუბლიციტიკისა და ელეტრონული მედია ცენტრის შემადგენელი ნაწილია.

ღონისძიებაზე გაიმართება ჩვენება ფილმისა – „9 ძველი და 5 ახალი ამბავი 95 წლის გაზეთის ისტორიიდან“, რომელიც ცენტრის ეგიდით მომზადდა.

სტუმრები: ლევან გიგინეიშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; პროფესორი,

ირინე მარიჯანაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,

ნინო კაკულია – გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: