პიკის საათი - 31.03.2023
პიკის საათი - 31.03.2023

1) რატომ ევროპა?

„რატომ ევროპა – როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში“ სტატიათა კრებულია, რომელიც ორი მიზნის, ევროპული განვითარებისა და ევროკავშრიში გაწევრიანების, ურთიერთმიმართების საკითხებს განიხილავს.

კრებულში ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური განვითარების გზა და სხვა მნიშვნელოვანი აქცენტებია განხილული.

რესპონდენტები: გია ჟორჟოლიანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „დათას ეზო“

ორი წლის წინ  28 წლის რუსთაველმა დათა ცინცაძემ გადაწვიტა ოპერატორობისათვის თავი დაენებებინა და მებაღე გამხდარიყო, რათა ის საქმე ეკეთებინა, რომელიც ბედნიერებას მოუტანდა.

ბუნებასთან სიახლოვე, გარემოზე ზრუნვა და მშობლიური ქალაქის გალამაზება დაისახა მიზნად და დღემდე აქტიურად საქმიანობს ამ მიმართულებით.

ურბანული ბაღის შექმნის პროცესი საკუთარი ეზოდან დაწყო.

„დათას ეზოს“ კონცეფცია, რუსთავის მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ურბანული მებაღეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

რესპონდენტი: დათა ცინცაძე – ურბანული ბაღის „დათას ეზო“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) საქართველოს კინოთეატრები – 1920-1990 წლების ქრონიკები

ეს არის პირველი ცდა კინოთეატრების შესახებ ჟურნალებსა და გაზეთებში გაბნეული მრავალფეროვანი ცნობების ერთ წიგნად გამოცემისა, რომელიც კინოთეატრების ისტორიის მიმოხილვით-პანორამულ სურათს ქმნის.

წიგნში ასევე წარმოდგენილია დადგენილებები, საარქივო ცნობები და სახელმწიფო არქივში დაცული საქართველოს კინოთეატრების ფოტოები, რომლებიც პირველად ქვეყნდება. გარდა ამისა, კრებულში შესულია კინოთეატრების თემაზე იუმორი, ფელეტონები და ლექსები.

სტუმარი: ლევან გელაშვილი – კინომცოდნე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „რანინას“ მეექვსე სეზონი იწყება

ახალი სეზონის მთავარი სიახლეები, მონაწილეები და მეხუთე სეზონის ფინალისტი ვაჩე ღვინიაშვილი „რანინას“ თანაწამყვანის ამპლუაში.

რესპონდენტები: ვაჩე ღვინიაშვილი – „რანინას“ მეექვსე სეზონის წამყვანი,

ლანა ქუთათელაძე – „რანინას“ ავტორი და პროდიუსერი,

ზვიად ბოლქვაძე – მუსიკოსი.

გაბრიელ ლომსაძე, დემეტრე ოქრიაშვილი, მარიამ გომიაშვილი, ანაროზა გაფრინდაშვილი, დათუნა კერესელიძე, ანასტასია ვასაძე, ანასტასია მასურაშვილი, სოსო ჩაჩუა, თაკო თომაშვილი, ანასტასია ბერიშვილი – რანინელები.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

5) „აუდიტორიამ იგრძნო, რომ ვარსკვლავის დაბადებას ესწრებოდა“ – გიორგი გიგაშვილის საერთაშორისო აღიარება

„ამ კონკურსს ქართველების წარმატება არ უკვირს. არც აუდიტორიას ახასიათებს კონკურსებზე ოვაციების გამოხატვა, მაგრამ გიორგიმ შეძლო და ყოველი მისი შესრულების შემდეგ მსმენელი ფეხზე მდგარი გამოხატავდა აღფრთოვანებას“, – ლაშა ჟვანია.

გიორგი გიგაშვილი – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული, რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დასახელებული ქართველი!

გიორგი გიგაშვილი – კონკურსის ერთადერთი ფინალისტი, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა!

გიორგი გიგაშვილი – მესამე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტიასა (1995 I ადგილი) და ხატია ბუნიათიშვილის (2008 წელს III ადგილი) შემდეგ, ვინც რუბინშტეინის კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდა.

რესპონდენტი: ლაშა ჟვანია – საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: