1) ქართველი პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი ქართული საფორტეპიანო სკოლის ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია
მან მცირე ასაკში მიაღწია საერთაშორისო წარმატებას და თავი დაიმკვიდრა კლასიკური მუსიკის მსოფლიო არენაზე.
დღეს კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო კონცერტს ფრანც შუბერტის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართავს.
რესპონდენტი: სანდო გეგეჭკორი – პიანისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) „დეიდა ხულია და ჯღაბნია“
საოცარი იუმორით მოთხრობილი უჩვეულო სიყვარულის ამბავი.
მარიო ვარგას ლიოსას ნახევრად ავტობიოგრაფიული, გახმაურებული რომანის პირველი ქართული თარგმანი ორიგინალიდან.
რესპონდენტები: ნინო ფიფია – წიგნის მთარგმნელი;
გვანცა შუბითიძე – წიგნის რედაქტორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) 304-ე აუდიტორია: „სამოცდაათი შეკითხვა“ გრძნობებზე
1980 წელს ომარ გვასალიას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სამოცდაათი შეკითხვა“, საბჭოთა მოსწავლეების უკეთესი სკოლის იდეების შესახებ და BBC-ის მიერ 1967 წლით დათარიღებული საარქივო მასალა, სადაც ბავშვები თავიანთ განცდებზე საუბრობენ.
სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ბავშვების სააზროვნო ველი, რაზე ფიქრობდნენ და როგორ აფასებდნენ, როგორც საკუთარ თავს ასევე თანამედროვეობას.
ავტორი: ელენე ტუშური
4) ივანე ჯავახიშვილის გატაცება ფოტოგრაფიით
ივანე ჯავახიშვილი გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, მის მიერ გადაღებული ბევრი ფოტო ოჯახის პირად კოლექციაშია დაცული. როგორც ჩანს, ახალგაზრდობაში ივანე ჯავახიშვილი, როგორც ფოტოგრაფი, თანამედროვე პრესასთან თანამშრომლობდა.
აღმოჩენილია მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფოტო, რომელზეც ახალგაზრდა გოგონა და დედაბერი არიან გადაღებული. ფოტოს აწერია: „110 წლის საბედო ბზიშვილისა მისი შვ-შვ-შვ-შვილი. სოფ. ატენის მცხოვრები (გორის მაზრა).“
ივანე ჯავახიშვილის ყურადღება ბებია-შვილიშვილმა ალბათ ბებიის ასაკის გამო მიიქცია, საბედო იმ დროს 110 წლის ყოფილა.
სატელეფონო ჩართვა: ზურაბ გაიპარაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) „ჩვენებურების“ ფრანგული ვოიაჟი
კონცერტებზე და კონცერტებს მიღმა დაგროვებული ემოციები და შთაბეჭდილებები.
სტურები: სოლომონ გოგაშვილი, გიორგი სახოკია და ვლადიმერ ჩალაძე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: