1) „ფუძის ანგელოზი კავკასიელთა წარმოდგენებში“
– ოჯახის მფარველი ფუძის ანგელოზი ოჯახსაც იცავდა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობასაც აწესრიგებდა.
– კერიის ანგელოზის ზოომორფული სახება გველი იყო, ხოლო ანთროპომორფული – ქალი. შესაძლოა ეს ყოფილიყო პარალელურ ფორმებში გამოსახული ერთი და იგივე სული.
რესპონდენტი: ქეთევან სიხარულიძე – თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფოლკლორისტიკის კათედრის პროფესორი, ნარატიული ფოლკლორის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების წევრი და ფილოლოგიის დოქტორი.
ავტორი: ელენე ტუშური
2) თსუ-ის ასირიოლოგიის კათედრის ისტორია ერთ ექსპოზიციაში
„ასირიოლოგია, როგორც დარგი, ივანე ჯავახიშვილმა ჩაიფიქრა და უნივერსიტეტის დაფუძნებასთან ერთად გაიხსნა კიდეც, თუმცა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისთანავე დაიხურა“, – ნინო სამსონია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ასირიოლოგიის კათედრის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა 30 მაისს იხსნება და ორ კვირას გასტანს. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიცია უნიკალურ მასალას მოიცავს, რომელშიც ასახულია, თუ როგორ შეინარჩუნეს ქართველმა მეცნიერებმა ეს დარგი.
სტუმარი: ნინო სამსონია – აღამოსავლეთმცოდნე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
3) „ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“
„ანიმაციის თავგადასავალი საქართველოში“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით გადაღებული ფილმია. ფილმში ასახულია ქართული ანიმაციური ხელოვნების თითქმის ასწლოვანი ისტორია, მისი დღევანდელობა და მომავალი.
საინტერესოდ არის წარმოდგენილი ვიზუალური და დოკუმენტური მასალა, ძველი და ახალი ქართული ანიმაციური ფილმების ფრაგმენტები, წარსულში და დღეს საქართველოში მოღვაწე ანიმატორები, მხატვრები, კომპოზიტორები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ქართული ანიმაციური ხელოვნება.
სტუმრები: დიმიტრი ბუთლიაშვილი – ანიმაციის რეჟისორი, გიორგი ჭუმბურიძე – კინორეჟისორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: