პიკის საათი - 22.03.2024
პიკის საათი - 22.03.2024

1) წყლის რესურსის მართვა

22 მარტს მსოფლიო წყლის რესურსის გონივრულად მართვის დღეს აღნიშნავს.

საქართველოში მედიას, ხელისუფლებასა და ექსპერტებს შორის დიალოგი საყურადღებოა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, წყლის რესურსების მართვის ახლადმიღებული კანონის იმპლემენტაცია, მედიის როლი წყალმომხმარებელთა ქცევის ცვლილებაში და წყალი, როგორც დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობის მედიატორი.

სტუმარი: ლაშა ნაკაშიძე – სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამის (SCRWM) საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი.

 

2) „რობიკოს მასტერკლასი“

„ერთხელ მოვახერხე და რობერტ სტურუას რეპეტიციას დავესწარი ცოტა ხნით. იმდენად აღფრთოვანებული დავრჩი, რომ მას შემდეგ მოსვენება დამიკარგა აზრმა – „ეს მოსაყოლია!“ ცოტა ხანში გია თევზაძესთან მივედი და ასე დაიწყო ყველაფერი“, – გიორგი ჭუმბურიძე.

გიორგი ჭუმბურიძის ახალი დოკუმენტური ფილმი რუსთაველის ეროვნული თეატრის რეჟისორ რობერტ სტურუას ეძღვნება.

ფილმმა გადაღებული 60 საათიდან საუკეთესო ეპიზოდები დაიტია.

სტუმარი: გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი.

 

3) საქართველოს შექსპირის ასოციაციის პირველი საერთაშორისო პროექტი

2024 წლის მაისში, კრაიოვას შექსპირის საერთაშორისო ფესტივალის მაყურებელი დიმიტრი ღვთისიაშვილისა და გია მარღანიას სპექტაკლს „ოტელო“ ისეთი რეჟისორების ნამუშევრების პარალელურად იხილავს, როგორებიც არიან პიტერ ბრუკი, კელი ჰანტერი, რობერტ უილსონი და ბევრი სხვა.

სპექტაკლის წარმდგენია საქართველოს შექსპირის ასოციაცია, რომელიც შექსპირის მკვლევრების, თეატრის მოღვაწეების, მთარგმნელების, სტუდენტებისა და ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირებას ემსახურება შექსპირის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

სტუმარი: მანანა ანასაშვილი – საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი, საქართველოს კინოაკადემიის შემოქმედებითი და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი.

რესპონდენტი: დიმიტრი ხვთისიაშვილი – რეჟისორი; მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: