პიკის საათი - 30.01.2023
პიკის საათი - 30.01.2023

1) ფოლკლორის ეროვნული ცენტრის საარქივო მასალები

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ქართული ხალხური მუსიკის, ტრადიციული გალობის, ზეპირსიტყვიერების, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების არაერთი ნიმუში ინახება.

1936 წელს თბილისში ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან ხალხური შემოქმედების კაბინეტი გაიხსნა. ხალხური შემოქმედების სახლის კონსულტანტი მაშინ ვახტანგ კოტეტიშვილი იყო. მან კომპოზიტორ გრიგოლ კოკელაძესთან, მუსიკოს-ფოლკლორისტებთან გრიგოლ ჩხიკვაძესთან და თამარ მამალაძესთან ერთად შექმნა ფონდი, რომელშიც დაცულია ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების უნიკალური ნიმუშები.

რესპონდენტი: ნანა კალანდაძე – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის სამსახურის ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ზაზა ალექსიძე

ისტორიკოსი, მეცნიერი, ფილოლოგი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიკოსი. ალბანური მწერლობის ძეგლის აღმომჩენი და ქართული არმენოლოგიის დღის დამაარსებელი.

რესპონდენტები: ნინო აფციაური – ისტორიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი, ზაზა ალექსიძის პირველი სტუდენტი,

ბუბა კუდავა – ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) პაპილომა ვირუსის პრევენციისათვის

რატომ არის პაპილომა ვირუსის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და როგორ ვიცავთ ვაქცინაციით ჩვენი შვილების სიცოცხლეს?

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით პაპილომა ვირუსის საპრევენციო აცრის პირობები იცვლება.

სტუმარი: ქეთი ჭელიძე – რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) ქართველი სტარტაპერი ესტონელ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს

„ჩვენს ირგვლივ ბევრი თეთრი კედელია და მინდა, ეს კედლები გავაფერადო“, – გვანცა კიკალიშვილი.

Wally თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ხელმისაწვდომობისთვის შექმნილი ონლაინ გალერეაა, რომელიც ცდილობს მომხმარებელს ნაკლებად ცნობილი არტისტები გააცნოს და ეხმარება მათი ნამუშევრების შეთვაზებაში.

გალერეის ხელმძღვანელი გვანცა კიკალიშვილი მაჟამად ესტონეთში ცხოვროვს და ერთ-ერთ ადგილობრივ სტარტაპს ზრდის სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარება.

რესპონდენტი: გვანცა კიკალიშვილი – WALLY GALLERY-ის დამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) „პირველი ნამარხზე მონადირეები“ თუ უშრეტი ფანტაზიის პატრონები?!

გავრცელებულია მოსაზრება, რომ სხვადასხვა მითიური არსებების შესახებ ისტორიები წარმოიშვა მაშინ, როდესაც ანტიკური ეპოქის ადამიანებმა პრეისტორიული ცხოველების ნამარხების აღმოჩენა დაიწყეს. თუმცა, ადამიანებს ამ აღმოჩენებამდეც სწამდათ სხვადასხვა არსებისა თუ ძალის.

ამბავი დრაკონების, ციკლოპების, დევებისა და სხვა მითიურ-ფანტასტიკური არსებების შექმნის შესახებ.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: