1) ქცევის წესები თვითმფრინავში
ზოგიერთი მგზავრისთვის თვითმფრინავით მგზავრობა საკმაოდ არასასიამოვნო და დამღლელია. გარდა იმისა, რომ რამდენიმე საათი ერთ ადგილზე ჯდომა ისედაც რთულია, მაღალი სიჩქარით მოძრაობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. ამიტომ ფრენის დროს ეკიპაჟის მითითებების ზედმიწევნით შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რესპონდენტები: თამუნა ქათამაძე – ექიმი; ყოფილი ბორტგამცილებელი,
თამარ ობგაიძე – პედიატრი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“
ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი ახორციელებს ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეოთხე ფაზას „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“.
მეოთხე ფაზა ითვალისწინებს აღნიშნულ რეგიონებში სოფლის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა, უფრო მეტი წვლილი იყოს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. შეხვედრები მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ისე მცირე მეწარმეებთან და მოსახლეობასთან.
სტუმარი: ნინო ჩიხლაძე – ევროპის სამეზობლო პროგრამა „ენპარდის“ პროგრამა „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ დირექტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
3) მურღულიების ოჯახის მუსიკალური კულტურა
მათ ოჯახში ხელოვნების მსახურება ცხოვრების წესია. ოჯახის ყველა წევრი, გამონაკლისის გარეშე, პროფესიონალურად, ან მოყვარულის ამპლუაში ერთგულებს ხელოვნების ამა თუ იმ დარგს.
სტუმრები: გია, ბუბა და მანო მურღულიები.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: