პიკის საათი - 28.06.2023
პიკის საათი - 28.06.2023

1) „ორ ზღვას შუა“

იუმორისტული მოთხრობების კრებული. ერთი შეხედვით, აბსურდული ამბები, რომლის მსგავსი ისტორიები თქვენ გარშემოც არაერთხელ მომხდარა.

რესპონდენტი: მარი ბექაური – მწერალი, სცენარისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ჩეხური არქიტექტურის ჯილდო – ფოკუსირება რეკონსტრუქციაზე

ჩეხური არქიტექტურის ჯილდო საკონკურსო შოუა, რომელიც მიზნად ისახავს არქიტექტორების საქმიანობის პოპულარიზაციას. პროექტები ფასდება არა მხოლოდ ესთეტიკური და ტექნიკური თვისებებით, არამედ ცალკეული ობიექტების შექმნის იდეის თავისებურებებითაც.

გამოფენა წარმოგიდგენთ ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლების საუკეთესო პროექტების ბოლო 7 წლის არჩევანს.

რესპონდენტები: ივანა ბურსიკოვა – ჩეხეთის ცენტრის თბილისის დირექტორი; თამაზ გერსამია – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის სამეცნიერო სესია

28-29 ივნისს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნილი ლექსმცოდნეობის სამეცნიერო სესია.

ლექსმცოდნეობის სამეცნიერო სესიები 2003 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სესია მრავალფეროვანია და მასში ბაკალავრის სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები მიიღებენ მონაწილეობას.

რესპონდენტი: გია არგანაშილი – ფილოლოგიის დოქტორი; მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4)

დღეს მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს მუსლიმი საზოგადოება და ორჰან ფამუქის წიგნზე „თეთრი ციხე-სიმაგრე“ საუბარიც ნიშანდობლივია. წიგნი ქართულ ენაზე ქეთევან ტომარაძემ თარგმნა.

„ორჰან ფამუქმა კულტურათა დაახლოების და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობა შემოგვთავაზა. მას მიაჩნია, რომ ადამიანები იქნებიან ქრისტიანებ თუ მუსლიმი ერთმანეთს უახლოვდებიან კულტურით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანებმა სხვადასვხა კულტურები იცოდნენ“.

სტუმარი: ქეთევან ტომარაძე – აღმოსავლეთმცოდნე; მთარგმნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: