პიკის საათი - 28.04.2023
პიკის საათი - 28.04.2023

1) ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ახალი პროგრამები

არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი, „მემკვიდრეობის პლატფორმის“ ორგანიზებით, წარადგენს  პრეზენტაციას თემაზე „თბილისის ისტორიულ უბნებში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ახალი პროგრამები“.

პრეზენტაცია პროგრამის შინაარსსა და პრობლემურ ასპექტებს ეხება.

რესპონდენტი: ნანო ზაზანაშვილი – არქიტექტური, ურბანული კვლევების ცენტრის დამფუძნებელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ევროპული ბაღების გაერთიანების კვირეული

ბოტანიკური ბაღი ევროპული ბაღების გაერთიანების კვირეულს შეუერთდა.

სამი დღის განმავლობაში შედგა  ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრისა და მათი მოსწავლეების ნახატების გამოფენა, ჰერბარიუმების გამოფენა, მოსწავლეთა კონფერენცია სახელწოდებით „მდგრადი განვითარების მიზნები“ და  კულტურულ-საგანმანათლებლო ექსკურსია ბოტანიკური ბაღის არტეფაქტების დარბაზში.

სატელეფონო ჩართვა: შალვა აგუმავა – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) ლიოვა საფრაზიანის უნიკალური ფოტოარქივი

– კინოთეატრ „რუსთაველის“ სახურავიდან გადაღებული 9 აპრილის ადრიანი დილა;

– მიხაი ზიჩის ძეგლის გახსნა და სამხატვრო აკადემიის, დღეს უკვე წარსულს ჩაბარებული, სკვერი;

– მხატვრის სახლის 80-იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი და თავის დროზე დახურული, ან აკრძალული გამოფენები;

– სამხატვრო კადემიის პედაგოგების პორტრეტები;

– თბილისის ლანდშაპტები – პოეტური და შემოქმედებითი.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ამზადებს პროექტს „სამხატვრო აკადემიის ციფრული ფოტოარქივი,“ რომელიც ლიოვა საფრაზიანის ფოტოარქივის გახსნასა და გაციფრულებას გულისხმობს.

სამხატვრო აკადემიის ფოტოლაბორატორიის გამგე, რომელის ობიექტივმაც მართლაც უნიკალური კადრები შემოგვინახა.

სტუმარი: ნინო გუჯაბიძე – კურატორი; ხელოვნებათმცოდნე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) ოსკარ შინდლერი – 115

„ის ვინც ერთის სიცოცხლეს გადაარჩენს, იხსნის მსოფლიოს“ მაშინ, როცა ნაცისტური რეჟიმი სიძულვილისა და შიშის ზარს სცემდა ევროპას გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ადამიანების გადარჩენა დაისახეს მიზნად – ოსკარ შინდლერი, სერ ნიკოლას უინტონი, ფრედი ოვერსტიგენი, იოჰან ვან ჰულსტი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

5) ქართველი ავტორები ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე

მიუხედავა იმისა, რომ ფესტივალზე საბავშვო წიგნი წარადგინა, პაიფ ლაიფციგის წიგნის ბაზრობას მწერალთა სახლი ლიტერატურულ პროგრამით შეუერთდა.

– გერმანულ-რუმინულ-ქართული ლიტერატურული შეხვედრა. მონაწილეები: ვასო გულეური, Adrian Sângeorzan, Adriana Cârcu, ტრაიან პოპი, ედით ოტშოფსკი, ბარბარა ცაიცინგერი, მათიას ბუთი, პჰ გრუნერი და ევარტ რედერი. მოდერაცია: ბარბარა ცაიცინგერი და ევარტ რედერი.

– ავტოგრაფების სესია: ვასო გულეური, ჰელმუტ ბრიცი, მათიას ბუთი, Adriana Cârcu, გერტ ფაბრიციუსი, პჰ გრუნერი, ბრიგიტა იანეშ-ჰიუგელი, ჰორსტ სამსონი, ედით ოტშოფსკი, ტრაიან პოპი, ევარტ რედერი, ჰელმუტ ზაილერი, ირმა შიოლაშვილი და ბარბარა ცაიცინგერი.

– თამრი ფხაკაძე / სალომე ბენიძე: „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – ისტორიები კავკასიიდან. მოდერაცია: ბრიტა იურგსი, მარიო პშერა.

– გამომცემლების საღამო გალერეაში KUB (Galerie KUB, Kantstr. 18, 04275 Leipzig) Transformations global გამომცემლობა „კლაკის“ ავტორები და ახალი წიგნები. ბელა ჩეკურიშვილი და საბინე შიფნერი (თბილისი / კიოლნი) – „დათესე ხორბალი უკრაინა. უკრაინული და ქართული პოეზია ომზე“. თანამედროვე უკრაინელი და ქართველი პოეტების შეხვედრა, წიგნის წარდგენა და დისკუსია.

საქართველო ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 2012 წლიდან არის წარმოდგენილი.

რესპონდენტები: ვასო გულეური – მწერალი,

ირმა შიოლაშვილი – მწერალი; მთარგმნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: