პიკის საათი - 28.02.2024
პიკის საათი - 28.02.2024

1) როსტომ საგინაშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივა

„კახეთში, მამას მამულში, თბილისი-თელავის ცენტრალური გზის პირას გამოვყავით და ვაწყობთ სივრცეს, სადაც დაიდგმება ქართული სიმღერის ამ მსოფლიო აღიარებისადმი მიძღვნილი ძეგლი და მოეწყობა მუდმივმოქმედი ფოტოგამოფენა“, – თამარ საგინაშვილი.

როსტომ საგინაშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, „ჩაკრულოს“ ლეგენდარული ისტორიისა და როსტომ საგინაშვლის ფოტომემკვიდრეობის გაერთიანებით, კახეთში ყველასთვის ხელმისაწვდომი კულტურული ცენტრი შეიქმნება.

სტუმარი: თამარ საგინაშვილი – როსტომ საგინაშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდის დამფუძნებელი.

 

2) The Beatles-ის ახალი ამბავი ოთხ დამოუკდიებელ ფილმად

„ჩემთვის დიდი პატივია, ყველა დროის უდიდესი როკჯგუფის ამბავი მოვყვე“, – წერს ოსკარის ნომინანტი რეჟისორი სემ მენდესი, რომელიც 2027 წლისთვის The Beatles-ის თითოეულ წევრზე დამოუკიდებლად გადაღებულ ოთხ ფილმს აანონსებს.

სტუმარი: თემურ ტონია – ავტორი წიგნებისა „ვინილომაგია-მინილომანია“ და „ჯონ ლენონი“.

 

3) „მუზა 2023“ – წლის საუკეთესო პიესა

კობა ცხაკაია, დრამატურგიული ნაწარმოებით „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე“, ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის ლაურეატი გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა.

რესპონდენტი: კობა ცხაკაია – კინორეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი.

 

4) ნინო სადღობელაშვილის დრამატურგია

ბოლო დროს ქართული თეატრის სცენაზე ნინო სადღობელაშვილის რამდენიმე პიესა დაიდგა.

მათ შორის „ქალაქის გული“ და „სულიკო“.

რესპონდენტი: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი; დრამატურგი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: