1) „ოქროს არწივი“
საქართველოს მამაკაცთა დაჯილდოების პირველი ცერემონიალი „ოქროს არწივი“ 2023 წლის 26 მარტს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მამაკაცები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ორგანიზატორთა თქმით ყოველწლიური სახე ექნება.
რესპონდენტები: ბესო ჩუბინიძე, ნუგზარ რუხაძე, გრიგოლ ჩიგოგიძე, ტარიელ ხარხელაური.
ავტორი: ელენე ტუშური
2) ქართული თეატრის ისტორია ანუ…
როგორ დაწერა ნატო გაბუნიათი მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა ერთ ღამეში პიესა კინტო?
სპექტაკლის დროს მომხდარი შემთხვევა, რის შემდეგაც ლადო მესხიშვილმა ხმა დაკარგა.
როგორ მოირგო ილია ჭავჭავაძემ მეფე ლირის როლი?
ამბები, რომელიც გუგლში არ იძებნება რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე.
რესპონდენტები: ნიკოლოზ წულუკიძე – თეატრმცოდნე,
ნიკოლოზ საბაშვილი – რეჟისორი,
ლაშა ჩხარტიშვილი – თეატრმცოდნე,
ნიკა ნიკვაშვილი – მაესტრო.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) კვენტინ ტარანტინო და მაკულატურა
ავტორი: დავით ველიჯანაშვილი
4) 10 წუთი კვენტინ ტარანტინოს 10 ფილმიდან
„დეტალებია ის, რაც შენს კინოს ყიდის, შენ კი ისინი თავად უნდა შექმნა“
დეტალები და წვრილმანი ისტორიები, ის რამაც კვენტინ ტარანტინოს შემოქმედება საკულტოდ აქცია.
ავტორი: ელენე ტუშური
5) კალიგრაფიის სკოლის საავტორო კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
– „კალიგრაფია სიტვის უკვდავების ხელოვნებაა. სიტყვის უკვდავება კი ადამინის უკვდავების ტოლფასია. ეს არის კალიგრაფების ფიქრის საგანი“, – დავით მაისურაძე.
– „ქართული კალიგრაფიის ფორმა სხვა დამწერლობისთვის ორგანული ვერაფრით იქნება. ქართულ ტექსტს ქართული დეკორაციული ფორმა უხდება, რითაც ნამდვილად შეგვიძლია თავი მოვიწონოთ მსოფლიო ასპარეზზე“, – გიორგი სისაური.
სტუმრები: დავით მაისურაძე და გიორგი სისაური – კალიგრაფები.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
6) „ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს“
კომპოზიტორ თამაზ ჯორბენაძის არქივში ინახება გამოუქვეყნებელი მუსიკალური მასალები, რომელთა დამუშავებასა და გამოცემას მისი ქალიშვილი, სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე განაგრძობს.
კომპოზიტორი სიმფონიურ, კამერულ-ინსტრუმენტალურ, საგუნდო-საესტრადო და საბავშვო მუსიკის ჟანრებში მუშაობდა.
ცოტა ხნის წინ, მის არქივში ნაპოვნი მასალა თეონა ჯორბენაძემ მეგობარს, ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშილის გაუზიარა და გადაწყვიტეს, რომ თამაზ ჯორბენაძის ნაწარამოები გორის ქალთა კამერულ გუნდს შეესრულებინა.
რესპონდენტები: თეონა ჯორბენაძე – პროდიუსერი.
თეონა ცურამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: