პიკის საათი - 06.03.2023
პიკის საათი - 06.03.2023

1) გურანდა გაბუნიასა და ოთარ მეღვინეთუხუცესის საიუბილეო საღამო

6 მარტს მარჯანიშვილის თეატრში ორი ლეგენდარული მსახიობის საიუბილეო საღამო გაიმართება. მაყურებელი ოთარ მეღვინეთუხუცესის და გურანდა გაბუნიას განვლილი ცხოვრებიდან და შემოქმედებიდან წერილებს, რეცენზიებს და ინტერვიუებს მოისმენენ. გამორჩეულმა წყვილმა  თითქმის 60 წელი გაატარა ერთად.

რესპონდენტები: ნიკოლოზ წულიკიძე – თეატრმცოდენე; საღამოს ორგანიზატორი,

ლევან წულაძე – რეჟისორი,

ნიკა კუჭავა, ანკა ვასაძე – მსახიობები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

2) საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე

მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 6-9 მარტს საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და პროგრამით წარსდგება.

ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე 7 ქართველი გამომცემელი მიიღებს მონაწილეობას.

ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობა 1963 წლიდან იმართება და საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა.

რესპონდენტი: მაია დანელია – მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

3) გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი

დამოუკიდებელი, მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მოქალაქეებს  დაწყებით სამხედრო-სალაშქრო მომზადებას და სხვადასხვა სირთულისა თუ საჭიროების სპეციალურ კურსებს უსასყიდლოდ სთავაზობს.

სწავლება თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს.

სტუმრები: მარიამ აბრამია – გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრი,

ანა ბრელიძე – ქალთა ეროვნული ლიგის თანადამფუძნებელი,

საბა მამნიაშვილი – ექსტრემალური მედიცინის ცენტრის თანადამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

4) „სოციალური საკითხების გაშუქების მეგზური“

„სოციალური საკითხების გაშუქების მეგზური“ განახლებული და არაერთი საინტერესო საკითხით გამდიდრებული წიგნია. გამოცემა, როგორც მისი წინამორბედი, დამხმარე სახელმძღვანელოა  ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული პირებისთვის.

წიგნის რედაქტორია სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ზარგინავა.

სტუმარი: ოლიკო ცისკარიშვილი – ჟურნალისტი; გამომცემელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

5) „ოსკარის“ მოლოდინში

12 მარტს, დოლბის თეატრში, ამერიკის კინოაკადემიის რიგით 95-ე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: