პიკის საათი - 07.03.2023
პიკის საათი - 07.03.2023

1) პოლიკარპე კაკაბაძე – 130

– კალმის ერთი მოსმით დიქტატორებსაც კი ტაშს აკვრევინებდაო!

– უკიდურესი სულიერი კრიზისის დროს შექმნილი შედევრი „ყვარყვარე თუთაბერი“ და ამავე ნაწარმოებით გადარჩენილი პოლიკარპე კაკაბაძე!

– ლევან გოთუას მიერ „გაწირული“ დრამატურგი პოლიკარპე კაკაბაძე!

– გალაკტიონის ლექსისთვის დევნილი რედაქტორი პოლიკარპე კაკაბაძე!

– თითქმის საუკუნოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის მარადიულობა და დღემდე აქტუალური პოლიკარპე კაკაბაძე!

ჩანაწერში გამოყენებულია ფრაგმენტები გადაცემა „ხაზის რადიოს“ (წამყვანები ეკა ტალახაძე და თამარ დადიანიძე)  2013 წლის 11 მარტის ჩანაწერიდან.

რესპონდენტები: მანანა კაკაბაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

რეჟისორები მედეა კუჭუხიძე და რობერტ სტურუა.

ავტორი: ეკა ტალახაძე

 

2) ოთარ ჩხეიძის „2001 წელი“

„2001 წელი, ახალი ათასწლეული, იმედების ახალი მსხვრევა. მიახლოება აღგვავსებდა იმედებითა, მივუახლოვდით, გადავდექით. მზეც წყვდიადიდან მოჭიატობს, რაღაც სულელურ თუ უნიათო ყვითელ ლაქადა, მთვარეც შებღალულა, ფეხი დაადგა ადამიანმა, შესვრილა, შებილწულა ადამიანის ფეხითა…“

სტუმარი: თამარელა წოწორია – ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) საქართველოს პირველი რესპუბლიკა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.

პროექტმა საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია და 2017 წლიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა. Covid-19 პანდემიის გამო, 2020-2022 წლებში პროექტი ZOOM-ის პლატფორმაზე, ესეების კონკურსის სახით ჩატარდა. 2022/2023 სასწავლო წელს კი კვლავ ჩვეული ფორმატით, „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური კონკურსის სახით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

სტუმარი: დიმიტრი სილაქაძე – ისტორიკოსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „კამარა“ – „მგზავრების“ ახალი ალბომი

რესპონდენტი: გიგი დედალამაზიშვილი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: