1) მიკ ჯაგერი – 80
ყველაზე ეგზოტიკური პერსონა; მეამბოხე, რომელმაც გავლენა ყველაზე და ყველაფერზე მოახდინა; კაცი, რომელსაც არ აქვს სენტიმენტები წარსულის მიმართ და მხოლოდ წინ იხედება; მუსიკოსი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებდა The Rolling Stones და არ იქნებოდა დიდი ეპოქა მუსიკის სამყაროში…
26 ივლისი მიკ ჯაგერის დაბადების დღეა.
ჩართვა: გაგა გობრონიძე – საქართველოს რადიოს წამყვანი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
2) „მუსიკალური გზავნილი 1990-იანების ქუთაისიდან“
26 ივლისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, კრიტიკოსები ლაშა გაბუნია და გია ხადური ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ მუსიკაზე 1990-იანების ქუთაისში, რა მუსიკალური ხმები ისმოდა ქალაქში?
რესპონდენტები: სოფო ზვიადაძე – რელიგიის და კულტურის მკვლევარი; ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ლაშა გაბუნია – მუსიკის ჟურნალისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) „ვწერ მასწავლებლისთვის“
ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და მათი დაძლევის გზებს.
რესპონდენტები: ნატო ინგოროყვა – ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარი რედაქტორი,
დიანა ანფიმიადი – მწერალი,
იუნონა გურული – მწერალი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
4) ანომალიური სიცხე ევროპაში
ევროპის ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა არაერთმა ფაქტორმა განაპირობა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებულად საყურადღებოა ის, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა რამდენიმე ანტიციკლონი და ეს გააქტიურება ერთობლივი და პარალელურია.
სტუმარი: თამარ პაპაშვილი – გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სინოპტიკოსი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: