1) „მე მივსდევ შენს ხმას“
პროექტი ეძღვნება ანა კალანდაძის დაბადებიდან ასი წლისთავს.
აუდიო-კომპოზიციაში შესულია ანა კალანდაძის ლექსები და ჩანაწერები.
აუდიო-კომპოზიციაზე იმუშავეს სცენარისტმა ნინო სადღობელაშვილმა და რეჟისორმა ლევან ლომაშვილმა.
რესპონდენტები: ნინო სადღობელაშვილი – სცენარის ავტორი; ნინო ფილფანი – მსახიობი.
2) საქართველო vs პორტუგალია
„ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს, გავიმარჯვოთ. ფეხბურთი არის ისეთი სპორტი, სადაც ყველაფერი ხდება. ერთი კონკრეტული მატჩის მოგება შეუძლია ნებისმიერ გუნდს. სეზონი ისე არ გავა, რომ ერთი სენსაცია მაინც არ მოხდეს. შანსი რა თქმა უნდა არის, აქ მთავარია ბიჭების მონდომება, სრული კონცენტრაცია და დისციპლინა“.
სტუმარი: კახი ხუციშვილი – პირველი არხის სპორტული ჟურნალისტი.
3) „ილუზიების მატარებელი“
ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის დებიუტის ნომინაციის ლაურეატი კოკა ჭანკოტაძის პირველ პროზაული კრებული.
„ხატვის დროს შემიძლია სხვადასხვა რამეზე ვიფიქრო, წერის პარალელურად კი არაფერი გამომდის“.
„ჩემმა მეგობრებმა აღმოაჩინეს, რომ რაღაც მოთხრობა დავწერე და იქამდე იგივე შინაარსის ნახატი მქონდა დახატული“.
სტუმარი: კონსტანტინე ჭანკოტაძე – წიგნის ავტორი, მხატვარი, მსახიობი.
4) ტილიო ტილევისა და რობერტ მესხის ბილინგვური პოეტური კრებული
შეხვედრა ცნობილ ბულგარელ პოეტ, ჟურნალისტ ტილიო ტილევთან და ქართულ-ბულგარული პოეტური კრებულის შექმნსი ისტორია.
რესპონდენტი: რობერტ მესხი – პოეტი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: