პიკის საათი - 29.01.2024
პიკის საათი - 29.01.2024

1) რადიოგიდი ებრაელ მხატვარ მარინე სოლომნიშვილთან

მხატვარი მარინე სოლომონიშვილი ქართველი ებრაელების ოჯახში დაიბადა და წლების განმავლობაში უღრმავდებოდა ინტერესი ქართველ ებრაელთა ისტორიისა და ტრადიციებისადმი, ამიტომ მოგვიანებით ებრაულ თემატიკაზე ხატვა დაიწყო.

მხატვარმა საკუთარი ჯადოსნური სამყარო დაგვათვალიერებინა, რომელიც მისი ამჟამინდელი საქმიანობის შთაგონების წყაროდ იქცა.

რესპონდენტი: მარინე სოლომონიშვილი – არქიტექტორი; მხატვარი; გრაფიკოსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) იდეების კონკურსი

„ორბელიანი მეტის“ პლატფორმაზე იდეების კონკურსი დაიწყო, სადაც ყველას მონაწილოების მიღება შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით, ვისაც სოციალური ინიციატივა აქვს და მხარდაჭერა მის განსახორციელებლად სჭირდება!

იდეების მიღება სრულდება 15 მარტს.

სტუმარი: მარინა ჩხარტიშვილი – წიგნის ავტორი; წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.

 

3) პრემიერა „საქმე №“ – მოსამართლე ქალის პროცესების კვალდაკვალ 

სპექტაკლი მოსამართლე ქალზე მოგვითხრობს, რომელიც აღარ მუშაობს, დამხმარესთან ერთად ცხოვრობს და ერთფეროვანი დღეების შესამსუბუქებლად განვლილი სასამართლო პროცესებისა და საკუთარი ოჯახური ტრაგედიის გაანალიზებას იწყებს.

სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთდ ყოფილი მსჯავრდებულები მონაწილეობენ.

პიესის ავტორი: ნინო სადღობელაშვილი.

რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი.

სტუმრები: ნელი ბადალაშვილი – პროექტის ავტორილ; მსახიობი;

ანდრია ვაჭრიძე და პაატა კიკვაძე – მსახიობები.

 

 4) ცვლილებების მეტაფორა   

„ყველაფერს, რასაც ეხები, ცვლი. ყველაფერი, რასაც ცვლი, თავად შენვე გცვლის.

ერთადერთი მყარი ჭეშმარიტება ცვლილებაა“, – ოქტავია ბატლერი.

– რა არის ცვლილება და არსებობს თუ არა სინამდვილეში?

– როდის ვიცვლებით და როდის გვეჩვენება, რომ ვიცვლებით?

– როცა ცოდნა გაქვს და ვერ ცვლი…

– როგორ დავაფიქროთ ახალგაზრდები ცვლილებებზე?

– ცვლილება და რიპლის ეფექტი.

სტუმარი: ცირა ბარბაქაძე – მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: