პიკის საათი - 24.06.2024
პიკის საათი - 24.06.2024

1) ადიგენის მუნიციპალიტეტში რეზერვისტების სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონია პირველად გაიმართა

რესპონდენტი: გოჩა ქიმაძე – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

 

2) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი დასრულდა

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით, მეთერთმეტედ გაიმართა.

2024 წლის საკონკურსო თემა იყო „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ (Write a letter to future generations about the world you hope they inherit). კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.

ჟიურიმ საუკეთესო სამეული დაასახელა: თორნიკე მამისაშვილი, ანასტასია ხვიბლიანი და ანასტასია ჯინჭარაძე.

სტუმარი: ლევან ჩიკვაიძე – „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი.

 

3) რადიოგიდი „მეგის არტ გალერეას“ ესტუმრა

„მეგის არტ გალერეა“ მთაწმინდაზე, ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს, რომლის კარიც ნებისმიერი მნახველისთვის ყოველთვის ღიაა.

ამ სახლში უამრავ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ, ახალსაც და ძველსაც, რომელსაც ხელოვანი მეგი გვენეტაძე ახალ სიცოცხლეს სძენს.

გამორჩეული ხელწერით და გემოვნებით ბევრისთვის უსარგებლო ნივთებს ფილიგრამული ტექნიკით შესრულებული ორნამენტებით ალამაზებს, დანიშნულებას უბრუნებს და ერთგვარ ექსპონატად აქცევს.

რესპონდენტი: მეგი გვენეტაძე – მხატვარ-დეკორატორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

4) გოგა ჩანადირის ფოტოპროექტი „დაინახე ჩემი თვალით“

ფოტოპროექტი „დაინახე ჩემი თვალით“ მხედველობის საინფორმაციო კამპანიის „სულ რომ გვხედავდე“ ფარგლებში მომზადდა.

წარმოდგენილი ფოტოები ასაკობრივი მაკულარული დეგენერციისა და დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტების მხედველობასა და შეგრძნებებს აღწერს.

სტუმარი: გოგა ჩანადირი – ფოტოხელოვანი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: