1) ბუტო – „წყვდიადის ცეკვა“
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში 1950-იანი წლების მიწურულს ტაცუმი ჰიჯიკატამ და კაზუო ოჰნომ იაპონური ცეკვის ილეთებში რადიკალური ცვლილებები შეიტანეს.
ასე გაჩნდა ბუტო, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ფილოსოფიისა და პერფორმანსის ნაზავია.
ავტორი: ელენე ტუშური
2) საპენსიო დანაზოგის განაღდების ფორმები
საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები არიან და აქვთ შემოსავალი.
საპენსიო აქტივი არის დასაქმებულის/თვითდასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა, რომლის განკარგვის უფლება დასაქმებულს წარმოეშობა საპენსიო ასაკის მიღწევის ან და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
რესპონდენტი: ანა კეკელიძე – საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) „შექმენი ქართული ტერმინი“
თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე ზედაპირული დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ივსება უცხო ენიდან ტრანსლიტერაციის გზით შემოსული ტერმინებით: პრიკველი, სიკველი, ნეთვორქინგი, მერჩენთი, დესკტოპი, სკროლინგი, ფრონტ-დესკ ოფიცერი, პატერნი, ფასილიტაცია და სხვა.
უფრო მეტიც, ხშირად, ქართულ ენაში უკვე დამკვიდრებული ქართული ტერმინებიც კი უგულებელყოფილია და ჩანაცვლებულია უცხო სიტყვებით. მაგ. რითეილი – საცალო ვაჭრობის ნაცვლად, ურგენტული ოპერაცია – სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციის ნაცვლად და სხვა.
ქართველი ახალგაზრდების, ქართული საზოგადოების ამ საკითხით დაინტერესებას ისახავს მიზნად კონკურსი „შექმენი ქართული ტერმინი“, რომელიც გამიზნულია როგორც სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისათვის, ისე სტუდენტებისათვის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისათვის, ზოგადად, დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
სტუმარი: სალომე ჭიღლაძე – დოქტორანტი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით, კონკურსის ადმინისტრატორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) „იალონის“ ფინური ამბავი
„ბედნიერებაა, როცა მსოფლიოში გაფანტულ მონათესავე სულებს ხვდები – მსგავსი ღირებულებებით, მუსიკის ენის ჯადოსნური მიზიდულობით. მადლობა ძვირფას ფინელ მასპინძლებს ასე გულით გაზიარებისთვის, სითბოსთვის, დაფასებისთვის“, – წერს ნინო ნანეიშვილი ანსამბლ „იალონის“ ფინეთში ჩატარებული ქართული სიმღერის შემსწავლელი შეხვედრების შემდეგ.
ქართული სიმღერის სამდღიანი ვორკშოპები 18 მარტს ჰელსინკში „ტაიკალამპუ კალიოში“ „იალონის“ ტრიოს კონცერტით დასრულდა.
სტუმრები: ნინო ნანეიშვილი, მარიამ გუჯეჯიანი და ქეთი ტაბახმელაშვილი – ანსამბლ „იალონის“ წევრები.
ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) „იშიმშილე, ჭამე, გაიმეორე“
ჯინ სტივენსის წიგნად ქცეული გამოცდილება.
ინტერვალური შიმშილი, როგორც ცხოვრების წესი, შიმშილის პრინციპები და სასარგებლო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
რესპონდენტი: კესო უძილაური – გამომცემლობა „პალიტრა L“-ის პროექტების მენეჯერი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: