პიკის საათი - 23.11.2022
პიკის საათი - 23.11.2022

1) #კოლეგა – ნინო ბოჭორიძე

ნინო ბოჭორიძე საქართველოს ტელევიზიას 32 წლის წინ შემოუერთდა. ოცდაათი წელია ექვსის ნახევარზე იღვიძებს. წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ახლა კი დილის გადაცემა „ახალი დღის“ ტექნიკური პროდიუსერია.

თავისუფალ დროს ხელსაქმითაა დაკავებული, პარალელურად კი ოთხფეხა მეგობრებს უვლის. ახლა მიაკოს ჯენიკოს და დობიკოს გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

რესპონდენტი: ნინო ბოჭორიძე – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალი დღის“ ტექნიკური პროდიუსერი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ფიბონაჩის მიმდევრობა

ლეონარდო პიზელი – მე-12 საუკუნეში მოღვაწე იტალიელი მათემატიკოსი და მის მიერ აღმოჩენილი ოქროს კვეთა. ფიბონაჩის რიცხვების მნიშვნელობა და მათი როლი ხელოვნებასა და ბუნების მოვლენებში.

რესპონდენტები: ილია თავხელიძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რუსუდან გოგიბერიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, მათემატიკოსი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

3) შრომის ფასი ამომავალი მზის ქვეყანაში

23 ნოემბერს იაპონიაში ადამიანები ერთმანეთის შრომის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ, სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან და განვლილი წლის მიღწევებს აფასებენ.

როგორ ფასდება შრომა იაპონიაში და რა გზებს მიმართავენ დამსაქმებლები დასაქმებულებისადმი მადლიერების გამოსახატად?

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) ქალები XIX საუკუნის საქართველოდან

ხონის ქალთა წრე, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსთვის ასზე მეტ ქალს აერთიანებდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის ზრდას ისახავდა მიზნად.

ადგილობრივ ქალთა ინიციატივით ხონში ქალთა ოთხკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა და არაერთი საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

განსაკუთრებით აქტიურობდა სოფიო წულუკიძე, რომელმაც „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დახმარებით ხონში ბიბლიოთეკა დააარსა. ხონის ქალთა წრემ არსებობა საქართველოს გასაბჭოებისას შეწყვიტა.

სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ქართველი ფიზიკოსის წარმატება შვეიცარიაში

ქართველმა ფიზიკოსმა ზურაბ გუგუჩიამ შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრესტიჟული და ყველაზე მაღალბიუჯეტური (1.8 მილიონი ფრანკი) სამეცნიერო გრანტი – Horizon Europe SNSF Starting Grants მიიღო

სატელეფონო ჩართვა შევიცარიიდან: ზურაბ გუგუჩია – ფიზიკოსი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) #პერსონა – ლეილა ზამბახიძე

„ცოცხალი არქივი“, „მოსიარულე წიგნი“, „საუკუნის ბობლიოთეკარი“ – ადამიანი ახალგაზრდული სულითა და შემართებით, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიცოცხლის ბოლო წუთამდე იმუშავა.

რესპონდენტები: ემზარ ჯგერენაია – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ნანა გელოვანი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: