1) გაბრიელ ტანიეს ახალი რომანის წარდგენა
„ჩემო-ელ შადაი, ჩემო ადონაი“ – რატომ უჩნდება რომანის გმირს ისრაელში წასვლისა და აბესალომის საფლავის დაცვის სურვილი?
რატომ ებრალება მამის წინააღმდეგ ამხედრებული შვილი?
„აქ არის ის განცდები და ეჭვები, რაც უკავშირდება, როგორც მე ვუწოდებ „ამ ბიჭს“, აბესალომს, რომელიც ლანძღვისთვისაა განწირული… მთელმა სამეფო კარმა იმუშავა იმაზე, რომ ამ ბიჭს შეცდომა დაეშვა!“, – გაბრიელ ტანიე.
2) წიგნი-ალბომი „ნანული თევზაძე 90“
დამსახურებული არქიტექტორის, პედაგოგის, აკადემიკოსის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს ნანული თევზაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წიგნი-ალბომი გამოიცა.
რესპონდენტი: ქეთი ხუნწარია – გამოცემის რედაქტორი.
3) ჟესტების ენის კვირეული
სტუმარი: მაია მეტონიძე – საქართველოს ყრუთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი.
4) დავით ველიჯანაშვილის საავტორო რუბრიკა – „კვირის ალბომი“
5) ნიკო ნიკოლაძის ოჯახის უნიკალური ფოტოარქივი გამქრალი მეხსიერების შესავსებად
23 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა გამოფენა: „სამი კამერა-ერთი საუკუნე. საქართველოს ისტორია ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ობიექტივში.“
ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობი ფოტოები დღის სინათლეზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ (სოვლაბი) გამოიტანა.
მინის ნეგატივები, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს.
რესპონდენტი: გურამ წიბახაშვილი – ფოტოგრაფი.
6) ქართული ვიკიციტატა 18 წლისაა
რესპონდენტი: მიხეილ ჭაბუკაშვილი – ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატი; ქართული ვიკიციტატის რედაქტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: