1) ქართული სტარტაპი Tasteit გლობალურ ბაზარზე გადის
პლატფორმა Tasteit, რომელიც ქართულ ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა, მომხმარებლებს ერთმანეთთან საერთო კულინარიული ინტერესების მიხედვით აკავშირებს.
რესპონდენტი: გიორგი ურუშაძე – პლატფორმა Tasteit-ის დამფუძნებელი.
2) „სამხედრო კიევი“
წარმოპშობით სოხუმელი უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია იშჩენკოს (გუმბა) თვალით დანახული ომი და ფოტოგამოფენა, რომელიც მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.
სტუმრები: ნატალია იშჩენკო-გუმბა – უკრაინელი ჟურნალისტი, გამოფენის კურატორი;
თამთა გუგუშვილი – თარჯიმანი.
3) როგორ ვისწავლოთ და ვასწავლოთ ფულთან დამოკიდებულება?
სტუმარი: დავით კენჭაძე – ბიზნეს-კონსუტანტი.
4) პირადი წერილის კულტურა
„ხელით წერის დროს საკუთარ თავს გავცემთ. აქ ჩანს ადამიანის განწყობა, ფსიქიკური თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გრაფოლოგიასაც კი ცვლის. ადამიანის შიანაგანი ბუნებით ასე ინტენსიურად დამუხტრულია ხელნაწერი წერილი, რომელიც სხვა ადამიანს მიემართება და მისი საკუთრება ხდება“, – ესმა მანია.
23 იანვარს მსოფლიო ხელნაწერი წერილის დღეს აღნიშნავს.
„სამართლებრივად 75 წლის გასვლის შემდეგ ყველა წერილი საჯაროა, მაგრამ ზოგიერთ წერილს ახლავს ოჯახის გრიფი „არ გაიხსნას“. ჩვენ პატივს ვცემთ ამ სურვილს და თუ შესაძლებელია არ ვხსნით წერილს“, – ესმა მანია.
სტუმარი: ესმა მანია – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა არქივის მცველი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: