1) უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვის ქართული აკვატორია?
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში სარფი ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში – ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი – ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლებები ჩაატარა.
კვლევის მიხედვით აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი გაუმჯობესებულია და სრულ თანხვედრაშია დასაშვებ ნორმებთან – კვლევის შედეგები და დარგის სპეციალისტების შეფასება.
რესპონდეტები: ნუგზარ პაპუნიძე – აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი;
აკაკი ფანჩულიძე – ტექნიკის მეცნერებათა დოქტორი გარემოს დაცვის მიმართულებით;
გიორგი დვალაშვილი – გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
2) ვალერიან შიუკაშვილის სოლო კონცერტი
12 წლის იყო, როდესაც მოცარტის 23-ე კონცერტი პირველად დაუკრა ორკესტრთან ერთად თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. მას შემდეგ პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის ხელოვნებამ უამრავი მსენელი მოხიბლა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
სიმბოლურია, რომ სოლო კონცერტს მრავალი წლის შემდეგ კვლავ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართავს სპეციალური საკონცერტო პროგრამით.
რესპონდენტი: ვალერიან შიუკაშვლი – პიანისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) შვედ-ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი საბინა ჭანტურია
საბინა ჭანტურიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ახალი სინგლი და მუსიკალური ვიდეო Echoes, რომელიც ლოს-ნჯელესშია ჩაწერილი. ახალ სინგლში საბინასთვის უკრავენ მსოფლიო დონის მუსიკოსები, როგორიცაა დრამერი კენი არონოფი (რომელიც ასევე უკრავდა მიკ ჯაგერთან, პოლ მაკარტნისთან და სხვებთან), დაგ პეტიბონი გიტარაზე (უკრავდა ლუსინდა უილიამსთან და სხვ.) და ბასისტი იორგენ კარლსონი.
24 ივნისს, ალტერვიზია – თბილისი ოფენეარის ფესტივალზე საბინა ჭანტურია თავის ქართულ ბენდთან ერთად დაუკრავს და იმღერებს.
ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.
სტუმარი: საბინა ჭანტურია – მომღერალი, კომპოზიტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) „ეშმაკის სამოთხე“
„ეშმაკის სამოთხე“ ახალი ქართული ფსიქოლოგიური დრამის სახელია, რომლის გადაღებაც ჯერ არ დასრულებულა.
„ამ ფილმის გამო ვაბანკზე წავედით და ქართველი ვარსკვლავოსანი მსახიობები გადავიღეთ. ფილმის სცენარი არაორდინალური და სულში ჩამწვდომია, რომელსაც ხათუნასთვის ჩვეული მოულოდნელი ფინალი ექნება“, – გიორგი აზნაური.
სტუმრები: რეჟისორი – ხათუნა ვაშაძე, პროდიუსერი – გიორგი აზნაური და ოპერატორი – ბესო კვარაცხელია.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: