პიკის საათი - 21.12.2022
პიკის საათი - 21.12.2022

1) როგორ „შენდება“ ჯინჯერის საშობაო სახლი?

დეკემბრის მიწურულს წინასაახალწლო მზადება იწყება. ახალი წლის განუყოფელი ნაწილია ჯინჯერის ნამცხვრის სახლის გამოცხობა, მისი გაფორმება და გალამაზება.

ჯინჯერის ნამცხვრის იგივე თაფლაკვერის სახლი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში და ერთგვარ ტრადიციულ საახალწლო ტკბილეულს წარმოადგენს.

კონდიტერ-დიზაინერი გვიზიარებს ჯინჯერის ნამცხვრის სახლის ტრადიციულ რეცეპტს.

რესპონდენტი: თათა ბელქაური – The Royal Bakery კონდიტერ-დიზაინერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ქრისტეშობის მუსიკალური ტრადიცია საქართველოში

„შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საშობაო რიტუალები საქართველოში მარტივი ქმედებებია, მაგრამ სწორედ ეს მარტივი და სადა ტრადიცია ქმნიდა სიხარულის, იმედის, რწმენის საფუძველს“, – ნინო ნანეიშვილი.

რესპონდენტი: ნინო ნანეიშვილი – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მუსიკოლოგი, ტრადიციული მუსიკის ვოკალურ ანსამბლ „იალონის“ ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

3) ქართული კინოინდუსტრიის გამოწვევები

როგორ ისწავლება კინო საქართველოში?

რამდენად დაცულია ქართველი მსახიობი?

როგორ უნდა მუშაობდეს სააგენტო ქართულ კინოინდუსტრიაში?

შესაძლებელია თუ არა კარგი ფილმის გადაღება უცხოური მხარდაჭერის გარეშე? – პრობლემები ქართულ კინოში, რაც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

სტუმარი: ალექსანდრე გაბელია – კინოს მკვლევარი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

4) „მალაკნების ორსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში“

მალაკნები XVIII საუკუნის რუსეთში აღმოცენებული რელიგიური მოძრაობისა და ეთნოგრაფიული ჯგუფის წევრები არიან. მალაკნების მოძრაობა დუხობორების წიაღში წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ამჟამად საქართველოში მალაკნების რაოდენობა კრიტიკულად მცირეა.

აქედან გამომდინარე, „კავკასიური სახლის“ პროექტ „ინტერნეტდღიურის“ სტაჟირების პროგრამით ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა მასობრივი კომუნიკაციებისა და მედიის კვლევების მაგისტრმა სალომე სამხარაძემ. შედეგად მომზადდა ფილმი „მალაკნების ორსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში“

სტუმარი: სალომე სამხარაძე – ფილმის ავტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

5) თანამედროვე მოწამე – დიტრიჰ ბონჰიოფერი

„თუ წინამძღოლი მიმდევრებს მისი გაკერპების საშუალებას მისცემს, რისი წყურვილიც ამ უკანასკნელთ მუდამ ექნებათ, მაშინ წინამძღოლის სახე გადაიზრდება მაცდუნებლის სახეში… წინამძღოლი, რომელიც საკუთარ თავს აღმერთებს, აბუჩად იგდებს ღმერთს!“

ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლი მღვდლის მოწამეობრივი ცხოვრება.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: