პიკის საათი - „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“
პიკის საათი - „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“

კრებული „რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“ ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიური გაერთიანებების შესახებ მონაცემების სისტემატიზებულ მეორე გადამუშავებულ და შევსებულ გამოცემას წარმოადგენს.

წიგნი მკითხველს ინფორმაციას აწვდის საქართველოში არსებული რელიგიებისა და რელიგიური გაერთიანებების თაობაზე. ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრეა. სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები კი აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის კულტურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

რესპონდენტები: ბექა მინდიაშვილი – ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი; წიგნის რედაქტორი,

კობა ჩოფლიანი – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: