პიკის საათი - „145 / ქრისტე“ - მიკა მდინარაძის ნაწარმოების პრემიერა
პიკის საათი - „145 / ქრისტე“ - მიკა მდინარაძის ნაწარმოების პრემიერა

„ბავშვების ტრაგედია ენით ამოუთქმელი ტკივილია! ეს არის კოსმოლოგიური მასშტაბის ტრაგედია! „145 / ქრისტე“ სწორედ ისაა, რაც სიტყვებით ვერ ვთქვი. ხელოვნება და შემოქმედება სწორედ იმისთვის არსებობს, რომ არ გაგიჟდე“მიკა მდინარაძე.

გ. ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის 2021-22 სეზონს გამორჩეული კონცერტით ასრულებს. 2 ივლისს შედგება მიკა მდინარაძის ნაწარმოების „145 / ქრისტე“ პრემიერა, რომელიც უკრაინაში დაღუპული ბავშვების ხსოვნას ეძღვნება.

„მტერს ადგილი არ შეუცვლია. ის ისევ ჩრდილოეთითაა. არც მეგობრებს შეუცვლიათ ადგილი. ისინი დასავლეთით არიან და გველოდებიან. ჩვენ აუცილებლად შევაღებთ ევროპის კარს და მივალთ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთადერთი შანსია“მიკა მდინარაძე.

სტუმარი: მიკა მდინარაძე – კომპოზიტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: