პიკის საათი - 21.11.2022
პიკის საათი - 21.11.2022

1) მისალმების მარკეტინგი

XXI  საუკუნეში მისალმების ძალა პირად ურთიერთობებს გასცდა და მარკეტინგული სამყაროს ნაწილად იქცა.

„ძლიერი მისალმების“ გამომუშავება მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობებს 40%-ით ზრდის, ხოლო ხელმძღვანელებს გუნდში ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) რობერტ გოგოლაშვილის ახალი წიგნი

გამოვიდა ანსამბლ „ქართული ხმების“ ხელმძღვანელის, ლოტბარ რობერტ გოგოლაშვილის მიერ  ექსპედიციებში მოპოვებული და გაშიფრული სანოტო ჩანაწერების კრებული.

გამოცემაში შესულია 22 ქართული ხალხური სიმღერა იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან, აფხაზეთიდან და სვანეთიდან. გამოცემას ახლავს აუდიოდისკი.

რესპონდენტი: რობერტ გოგოლაშვილი – ლოტბარი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) როგორ მოვუაროთ ხერხემალს?

21-ე საუკუნის პრობლემა – ზურგის ტკივილი.

ხერხემლის დაავადებები, მისი გამომწვევი მიზეზები, პრევენცია და ჩივილები, როდის უნდა მივმართოთ ექიმს.

რესპონდენტი: ალექსანდრე დვალიშვილი – ნეიროქირურგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია 25 ნოემბერს ომანში იმღერებს

25 ნოემბერს, ომანში, „როსინის ფესტივალის“ გასტროლის ფარგლებში, ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია  იმღერებს.

ომანში პირველად ვარ და ადგილობრივ მსმენელთან შეხვედრის განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, რადგან ომანის ოპერის შესახებ ბევრი მსმენია“, – სალომე ჯიქია.

„ოტელო“ ტრიესტეში, „სიყვარულის ნექტარი“ სიეტლში და „სემირამიდა“ ბერლინში – ქართველი სოპრანოს წარმატების გზა.

ჩართვა ომანიდან: სალომე ჯიქია – ქართველი სოპრანო; თბილისის ოპერის მომღერალი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) 21 ნოემბერი ტელევიზიის მსოფლიო დღეა

· 21 ნოემბერი – ტელევიზიის მსოფლიო დღე

· კონსტრუქციული ახალი ამბები

· მედიაცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტში

· 25 ნოემბერი – ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღე

სატელეფონო ჩართვა: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი;  ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტის წევრი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) კლასობანა – სიმსუქნე ბავშვებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი ბავშვთა სიმსუქნის ზედამხედველობის ინიციატივის (COSI) მე-5 რაუნდის ანგარიშს აქვეყნებს. დასკვნები 2018-2020 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის​ ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში შეგროვებულ მონაცემებს ეფუძნება. კვლევაში 6-9 წლის ასაკის თითქმის 411 000 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 28%-ს აწუხებს ჭარბწონიანობა (სიმსუქნის ჩათვლით), რაც ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია. ანგარიში ცხადყოფს, რომ ყოველ მესამე ბავშვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს.

რესპონდენტი: ჯულიანა უილიამსი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის​ ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ოფისის წარმომადგენელი, ნინო ხელაძე – ბავშვთა ენდოკრინოლოგი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: