1) ღილებს შემოდგომაზე ითვლიან
ადამიანის საუკუნოვანი, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მეგობარი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა როლს ირგებდა.
ალბათ, ამიტომაც, ადამიანმა, რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა, 21 ოქტომბერი ღილების დათვლის საერთაშორისო დღედ აქცია.
ავტორი: ელენე ტუშური
2) როგორ გავწვრთნათ ოთხფეხა მეგობრები?
თუ თქვენ არჩევანი ძაღლის აყვანაზე შეაჩერეთ, მაშინ კვებისა და სეირნობის გარდა, თქვენს ოთხფეხა მეგობარს აუცილებლად ესაჭიროება გაწვრთნა.
ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების მიერ ადამიანებზე და სხვა ცხოველებზე თავდასხმის გახშირებული ფაქტები მოხდა, ამიტომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლების აკრძალვას და 16 წლამდე ასაკის პირისთვის აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
რესპონდენტები: გიორგი ნატროშვილი – კინოლოგი
კახაბერ იოსელიანი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) მეხსიერების დარღვევები
სოციალური ურთიერთობები, ფიზიკური აქტივობა, გონების სავარჯიშოები, ვიტამინებით მდიდარი საკვები, მოწესრიგებული ძილი და ცხოვრების ჯანსაღი წესი – მეხსიერების გაუმჯობესების ხერხები და საშუალებები.
რესპონდენტი: მარიამ კეკენაძე – ნევროლოგი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორანტი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
4) სალომე ყანჩელი, მარინე თბილელი, მედეა ჩახავა – 100
– „გიყვარდეთ თეატრი, ჩემო ძვირფასებო და მეც ნურც მე დამივიწყებთ“ – სალომე ყანჩელი.
– „სცენაზე რომ დავდექი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს იყო დედა. დედა გავიყოლე სცენაზე და ამით ბედნიერი ვიყავი“ – ბაია დვალიშვილი.
შაბათს, 15:30 საათზე, პირველი არხი წარმოგიდგენთ 2021 წელს რუსთაველის თეატრში გამართული საღამოს ჩანაწერს, რომელიც ნიკა წულუკიძემ სამი ლეგენდარული მსახიობი ქალის, სალომე ყანჩელის, მარინე თბილელისა და მედეა ჩახავას 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
სტუმრები: ნანუკა ლითანიშვილი – სალომე ყანჩელის შვილიშვილი
ბაია დვალიშვილი – მსახიობი, მარინე თბილელის შვილი
5) „ოქროს მუზა“
22-23 ოქტომბერს, ტრადიციულად (უკვე მერვედ) მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი „ოქროს მუზა“ გაიმართება.
კონკურსზე მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მუსიკალური, სამხატვრო სტუდიის წარმომადგენლებს, ვოკალისტებს, ინსტრუმენტალისტებს, ინდივიდუალურ შემსრულებლებს.
სტუმარი: ირინა ცერცვაძე – ფესტივალის ორგანიზატორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: