პიკის საათი - 21.06.2024
პიკის საათი - 21.06.2024

1) ოთარ ტატიშვილის შემოქმედებითი საღამო

„ადამიანი სულ ძიებაშია და, როგორც ჩანს, ამ ძიებაში ჩიხში შედის. ვცდილობ მაინც მუსიკასთან ვიყო ახლოს. იქ, სადაც მელოდია, ჰარმონია და ტონალობაა“, – ოთარ ტატიშვილი.

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ოთარ ტატიშვილის შემოქმედეით საღამოზე გიწვევთ.

მონაწილეობენ: მარიანა კირაკოზოვი (ვიოლინო); ანა ლომიაშვილი (სოპრანო); ვიქტორია სურმავა (ფორტეპიანო); სპეციალური მიწვევით – მარიკო ებრალძე.

სტუმარი: ოთარ ტატიშვილი – კომპოზიტორი.

 

2) ტურისტული მოგზაურობიდან ბერკლის აკადემიამდე

წელიწადზე მეტია დუბაიში ცხოვრობს. ქალაქში, რომელიც მისთვის შესაძლებლობების მომავალია.

მევიოლინე თიკო ბარაბაძე უკვე საავტორო მუსიკით.

რესპონდენტი: თიკო ბარაბაძე – მუსიკოსი; მევიოლინე.

 

3) ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ხელოვნების სამეფო კოლეჯში (Royal College of Arts) გააგრძელებს სწავლას

ერთდროული მიწვევა მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი სახელოვნებო სასწავლებლიდან და Royal College of Arts-ზე გაკეთებული არჩევანი.

რამდენიმე სახელოვნებო ჯილდოს მფლობელი და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გამოფენის ავტორი, თვითნასწავლი მხატვარი შოთა იმერლიშვილი ახალ შემოქმედებით ეტაპზე.

სტუმარი: შოთა იმერლიშვილი – მხატვარი.

 

4) „ფშაური სიმღერები“

თუ ქართული ფოკლორი გიყვართ და გსურთ ფშაური სიმღერის ტრადიციას გაეცნოთ, ფშავის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი „ლაშარელა“ 23 ივნისს, ჩარგალში ალბომის წარდგენაზე გეპატიჟებათ.

„ლაშარელა“ ფშაური სიმღერის მემატიანეა. დღეისათვის ის ერთადერთი ანსამბლია, რომელმაც შეინარჩუნა ფშაური მღერის ტრადიცია, შესრულების წესი და მანერა.

რეპერტუარი მოიცავს როგორც ძირძველ ფშავურ სიმღერებს, ასევე შედარებით გვიან შექმნილ სასიმღერო ნიმუშებს.

რესპონდენტები: ნინო ნაყეური – ლოტბარი, ანსამბლ „ლაშარელას“ ხელმძღვანელი;

ვალიკო წოწკოლაური, სანათა მაჩურიშვილი – ანსამბლ „ლაშარელას“ წევრები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

5) ხარაგაულის 125 წლის თეატრში ნინო სადღობელაშვილის „ბამბაზიის სამოთხე“ დაიდგა

რესპონდენტი: ირინე ჩხეიძე – ხარაგაულის სახალხო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: