1) „ზამთრის ეს დილა, მართლაც, კარგია…“
„თვალებგაბრწყინებული დგახარ და ვერ გაგიგია, ცხადში ხარ თუ სიზმარში, მაგრამ ნელ-ნელა ერკვევი და ხვდები, რომ არც ცხადია და არც სიზმარი – ეს შენი ქვეყანაა, შენი სულიერი სამშობლო.“ – წერდა ნუგზარ შატაიძე რევაზ ინანიშვილის შემოქმედების შესახებ.
სამშობლოს კი ადამიანი ყველგან ამოიცნობს, ამიტომ რევაზ ინანიშვილის სალიტერატურო ენის ამოცნობა არც მაშინაა რთული, თუ მისი მოთხრობებიდან ფრაზებს ერთ დაკარგულ სამაგიდო რვეულში წააწყდებით.
სიუჟეტში გამოყენებულია ფრაგმენტები რადიოსპექტაკლიდან „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ (1973) რეჟისორი – ზურაბ კანდელაკი.
ავტორი: ელენე ტუშური
2) ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს CV-ში და მისი შედგენისას დაშვებული შეცდომები
CV-ის სწორად შედგენის სპეციფიკა და განსხვავება CV-ისა და რეზიუმეს შორის.
რესპონდენტები: შალვა ბერიანიძე – მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი,
ლალი კახიძე – მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიაუნის ბიბლიოთეკის დირექტორის მრჩეველი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) „ოროველა“ განსხვავებული ინტერპრეტაციით
ცოტა ხნის წინ მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკის“ პროდიუსერს გიორგი ასლანიშვილს იდეა გაუჩნდა სიმღერა „ოროველა“ განსხვავებული ინტერპრეტაციით და განსაკუთრებული მელოდიური ჟღერადობით გაეკეთებინა.
ასე შედგა ნინო ბაშარულის და ბეთხოს თანამშრომლობა. სიმღერის ტელეპრემიერა იანვარში „აკუსტიკის“ ეთერში გაიმართება.
რესპონდენტები: ნინო ბაშარული – მომღერალი, ირაკლი მანჩხაშვილი (ბეთხო) – მუსიკოსი, თინათინ მაღალაშვილი, სოფიო ეცადაშვილი – დიზაინერები.
ავტორი ეკა ხითარიშვილი
4) „მოლოდინი“ – ნინო ფერაძის გამოფენა
„პოსტპანდემიურ პერიოდში ცხოვრება ისე გართულდა, რომ ადამიანებს სიკეთის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“, – ნინო ფერაძე.
ოთხი პატარა გოგონა შობას – ახალი წლის მოლოდინში!
სამყარო სიკეთის მოლოდინში!
20 დეკემბერს, „აბრეშუმის გალერეაში“ ნინო ფერაძის პერსონალურ გამოფენა იხსნება.
სტუმარი: ნინო ფერაძე – მხატვარი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) „და, ეშმაკსა და სიკვდილს შორის განსაქართველი, სიტყვადქცეული სული არცერთს არ გაიკარებს“
„ჩემი მიზანი არ არის უდროოდ გარდაცვლილი პოეტის გახსენება. მე მხოლოდ ის მინდა, რომ დაინტერესებულ მკითხველს დავეხმარო გადალახოს კულტურული ბარიერი ქართულ და გერმანულენოვან სამყაროებს შორის და გავაფერმკრთალო ზღვარი მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულ, დამშვიდებულ ევროპასა და მუდამ ბობოქარ კავკასიას შორის. იმედს ვიტოვებ, მრავალწლიანი მეგობრობა პაკოსთან, რომლის ლექსებს ადრე მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ვთარგმნიდი, დამეხმარება ამ მიზნის მიღწევაში“, – თომას ჰოიზერმანი.
გამოვიდა ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ბილინგური პოეტური კრებული.
პოეტის ლექსები თომას ჰოიზერმანმა თარგმნა. მასვე ეკუთვნის წიგნის ბოლოსიტყვაობა და შენიშვნები.
სტუმრები: თომას ჰოიზერმანი – შვეიცარიელი მკვლევარი; მთარგმნელი; საქართველოს შვეიცარიელ მეგობართა გაერთიანების წევრი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
6) სადღესასწაულო დღეები კამპუსში
მაშინ, როცა სემესტრის მიწურული ახლოვდება და სადღესასწაულო დღეები საზღვარგარეთ მცხოვრები სტუდენტების კარს მოდგება, ნოსტალგიასთან ერთად, ბედნიერების გაზიარების სხვადასხვა გზაც იბადება.
ავტორი: ელენე ტუშური
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: