1) ნინასოული სახლი დიმში
სოფელ დიმის ცენტრში აუცილებლად შენიშნავთ იმერულ ხის ოდას, რომელიც 120 წლისაა და რომელიც ნინა ღვინჯილიას ეკუთვნოდა.
ნინა ბებო სოფელ დიმში გაიზარდა და დასთან, ნადიასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა. ნაადრევი ქორწინების გამო გიმნაზიის დასრულება ვერ შეძლო და სწავლის გაგრძელებაც ოცნებად დარჩა.
ნინა ბებოს შვილიშვილი, რამდენიმე წლის წინ, სოფელს დაუბრუნა და დასთან ერთად 120 წლის ხის სახლის რესტავრაცია გადაწყვიტა.
რესპონდენტი: ლილი ფულარიანი – „ნინასოულის“ დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) ბედნიერების ინდექსი
„სწორედ ესაა ცხოვრების საიდუმლო – თავიდან ბოლომდე იყო ჩართული იმაში რასაც აკეთებ, აქ და ახლა. და იმის მაგივრად, რომ რაღაცას სამსახურს უწოდებდე, ხვდებოდე, რომ ეს მხოლოდ თამაშია.“ – ალან უოტსი
რესპონდენტი: გვანცა ბარაბაძე – პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტი, სერტიფიცირებული ქოუჩი და ტრენერი. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია ICF საქართველოს პრეზიდენტი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) „მასკარაფონეს“ მოლოდინში
ტრილოგიად შეკრული ალტერნატიული საქართველოს ისტორია 80-იანების ბოლოდან 2022 წლამდე.
„ფსკერის სახარება“ – პირობითად, ბიბლიური სლენგი.
„ბუნკერი“ – გრძელი წინადადებებით მოთხრობილი ამბავი,
„მასკარაფონე“ – ჯერ კიდევ სტამბაში, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ უნდა იყოს 100 გვერდიანი ერთი აბზაცი, რომელშიც დრო, პირი, უღლება, ყველაფერი, რაც გრამატიკაში არსებობს, ჯოჯოხეთად უნდა გადაიქცეს!
სტუმარი: ივა ფეზუაშვილი – საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, მწერალი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) მთხრობელი თემურ ბაბლუანი
„ის ლიტერატურაში უფრო მეტად ასოციაციური მოაზროვნეა, მაგრამ რეჟუსყრაში – მეტად რეალისტი. მის შემოქმედებაში წარმოსახვაც და რეალიზმიც ერთი ცოცხალი ორგანიზმია“, – კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე.
20 მარტს, როცა მსოფლიო ამბის თხრობის დღეს აღნიშნავს, რეჟისორი თემურ ბაბლუანი მწერალ თემურ ბაბლუანს „პიკის საათში“ ხვდება.
რესპონდენტი: ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე.
ავტორი: ელენე ტუშური
5) ოთარ ჭილაძე – 90
21 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
რესპონდენტი: ადა ნემსაძე – შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: